суббота, 22 декабря 2012 г.

მასაის ტომები

არ დაგავიწყდეთ,რომ თქვენ ახლა აფრიკული ტომების - მასაების სამშობლოში იმყოფებით. მასაები, რომლებიც კენიაში, სავანაში სახლობენ, ცივილიზაციის განვითარების მიუხედავად, თავიანთი ტრადიციული ცხოვრების წესს არ ღალატობენ. მასაებს სასტიკი მებრძოლების რეპუტაცია აქვთ. მათი სალოცავი საქონელია, რომელიც, მათი რწმენით, წვიმის ღმერთმა ნგაუმ მოუვლინა საჩუქრად.

საქონელი ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი მასაებსა და სხვა აფრიკულ ტომებს შორის. მათი საცხოვრებლები გამომშრალი ნაკელისგანაა ნაგები. მასაებს უცნაური რიტუალები აქვთ - ძროხის სისხლის დალევა ბევრი რიტუალის მთავარი ნაწილია. ერთ-ერთი მთავარი რიტუალი "ხტუნვის ცეკვაა", რომლის დროსაც ახალგაზრდა მეომრები ცდილობენ რაც შეიძლება მაღლა ახტნენ - ამით ისინი საკუთარი ძალისა და ვაჟკაცობის დემონსტრირებას ახდენენ.


არც თუ ისე შორეულ წარსულში ახალგაზრდა მასაის მეომრის წოდების მოსაპოვებლად ლომი უნდა მოეკლა, ასევე, სოფელი უნდა აეშენებინა და იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ეცხოვრა.თუმცა ეს ტრადიცია საცხოვრებელი ფართის ნაკლებობის გამო უკვე აღარ სრულდება.

მასაებს შორის ქორწინება ყმაწვილობის ასაკში კატეგორიულად აკრძალულია. ქორწინებამდე მასაის ტომის მამაკაცმა თავი ნადირობაში უნდა გამოიჩინოს. მასაები უხუცესებს ემორჩილებიან. ტომში ქალის კულტია, ქალი მასაის გამორჩევა სხვა ტომის ქალებისგან ადვილია გადაპარსული თავებისა და მკვეთრი ფერის სამოსის წყალობით. ორივე სქესის წარმომადგენლები ქვედა ყბაზე ერთ კბილს იღებენ, ასევე მიღებულია წინდაცვეთაც. კენიის მთავრობამ არაერთხელ სცადა ეს პროცედურა აეკრძალა, თუმცა, ამაოდ - წინდაცვეთის დასაცავად ხმა მასაის ტომის ქალებმა აიმაღლეს.




წყარო - დავისვენოთ.ge
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=6907

მასაი მარას სასტუმროები

მასაი მარაში რამდენიმე სასტუმროა. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებია : "Governors`Ilmoran Camp” მდინარე მარას პირას მდებარეობს, ნაკრძალთან ახლოს. სტუმრებს შესთავაზებს ბარის, რესტორნის, სუვენირების მაღაზიის მომსახურებას, 38 კომფორტულად მოწყობილი კარავი სასტუმროს ნომრის მოვალეობას ასრულებს.


სასტუმრო "Governos` Private Camp” მომსახურებას სთავაზობს ოჯახური დასვენების მოყვარულებსა და ტურისტთა ჯგუფებს. სასტუმრო მდინარე მარას ნაპირზე მდებარეობს, შედგება 8 კარვისგან, რომლებიც ტყეში, აფრიკულ ფაუნასთან ახლოსაა განლაგებული. ასე რომ, ეს სასტუმრო ველურ ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის მისწრებაა.

სასტუმრო "Keekorok Lodge” პირველი სასტუმროა მასაი მარაში, რომელიც პირვანდელ შარმსა და სტუმართმოყვარეობას უკვე წლებია ინარჩუნებს. სასტუმრო ზებრებისა და ანტილოპა გნუს მიგრაციის გზაზე მდებარეობს, ასე რომ, თუ ამ ცხოველების მიგრაციით ხართ დაინტერესებული, ამ სასტუმროში გაჩერებას გირჩევთ, მით უმეტეს, რომ აქ ერთსართულიან, კომფორტულ ბუნგალოებში ცხოვრებას, საცურაო აუზით სარგებლობას და საღამოობით მასაის ტომების ტრადიციული ცეკვებით გართობას შემოგთავაზებენ.

სასტუმრო " Kichwa Tembo”-ს მდიდრული ნომრებიდან შავი ლომების მიგრაციის პროცესს, ჟირაფებს, ანტილოპებს, მაიმუნთა სხვადასხვა სახეობებსა და სპილოებს დააკვირდებით. ერთი სიტყვით, ყველა სასტუმრო, რომელიც მასაი მარას ტერიტორიაზეა, აფრიკული ველური ბუნებით ტკბობის უნიკალურ შანსებს მოგცემთ.

წყარო - დავისვენოთ.ge
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=6907

მასაი მარა - ლომების სამფლობელო


კენიაში წასვლა მარტო მასაი მარას ნაციონალური პარკის სანახავადაც ღირს. ფაუნის სიმდიდრით მასაი მარას მხოლოდ სერენგეტისა და იგორონგორის ნაკრძალები შეედრება (ტანზანია). პარკში 80-მდე სახეობის ძუძუმწოვარი და 450-მდე სახეობის ფრინველი სახლობს. მაოს ენაზე, რომლითაც მასაის ტომები საუბრობენ, "მარა" "ლაქებიანს" ნიშნავს. თუ პარკს სიმაღლიდან გადმოხედავთ, მისი ტერიტორია ნამდვილად ლაქებიანი მოგეჩვენებათ - ერთმანეთისგან შორიშორს მდგარი ხეების გამო.

ივლისიდან სექტემბრამდე მასაი მარა ტურისტებს საოცარ სანახაობას სთავაზობს - ამ პერიოდში დიდი მიგრაცია იწყება. დაახლოებით 2 მილიონი ანტილოპა, 200 ათასი ზებრა, 500 ათასი გაზელი და სხვა ბალახისმჭამელები, რომლებსაც თან მტაცებელთა - ლომების, ლეოპარდების, გეპარდების, გიენისბური ძაღლების, აფთრების, ტურების, გრიფების და ა.შ. დიდი რაოდენობა მიჰყვება, მასაი მარას პარკიდან სერენგეტის ნაკრძალისკენ მიგრირებს.

ნაკრძალის პეიზაჟები მრავალფეროვანია. ტერიტორია სამ დიდ ეკოსისტემად იყოფა : სავანა, ბუში და მდინარის ნაპირები. სავანაში ანტილოპა გნუ, ზებრები, გაზელები და სხვა ბალახისმჭამელები ბინადრობენ, მდინარის ნაპირებთან ახლოს - ჟირაფები, წყლის თხები, სპილოები და სხვ. ძუძუმწოვრები, ხოლო თავად მდინარეებში (პარკის ტერიტორიაზე მხოლოდ ეს მდინარეები ჩამოედინება) - მარასა და ტალეკში უამრავი ნიანგი და ბეჰემოტი ბინადრობს. რაც შეეხებათ მტაცებლებს, ისინი მთელი პარკის ტერიტორიაზე სახლობენ, განსაკუთრებით კი ხშირ ტყეებს სწყალობენ - აქ შეგიძლიათ ნახოთ დიდი აფრიკული "ხუთიანის" ღირსეული წევრები : ლომი, ლეოპარდი, ხარი, სპილო და მარტორქა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლეოპარდის ნახვა მხოლოდ ღამითაა შესაძლებელი, ხოლო მარტორქები საკმაოდ მცირე რაოდენობით არიან შემორჩენილნი.

ფოტონადირობისთვის აქ შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რადგან ცხოველები საკვების მოპოვებით იმდენად არიან გართულნი, რომ თქვენ ვერც კი შეგამჩნევენ, ეს კი უნიკალური ფოტოების გადაღების საშუალებას მოგცემთ.

გარდა ამისა, მასაი მარას ნაციონალური პარკი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ლომებსა და ლეოპარდებზე დაკვირვებისთვის.


მასაი მარას ნაციონალური პარკის ადმინისტრაცია 2007 წლის იანვრიდან მუშაობის ახალ სისტემაზე გადავიდა. პარკის ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით, ადმინისტრაციამ დამთვალიერებელთა რაოდენობა შეზღუდა. როგორც კენიის ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა, დუნკან მურიუკიმ განაცხადა, პარკი მუშაობას შედარებით ვიწრო მიზნობრივ ჯგუფებზე გააგრძელებს და პრინციპი ასეთი იქნება : "მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა". მიუხედავად იმისა, რომ პარკი სულ 560 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, ყოველწიურად 290 ათას ტურისტს იღებს. გაორმაგდა პარკში შესასვლელი ბილეთის ღირებულებაც - 21 ფუნტიდან 48 ფუნტამდე (საშუალოდ 95 $). გაძვირდა სასტუმროებში ღამისთევის ღირებულებაც. დამატებით შემოსული თანხა ისევ პარკს მოხმარდება.

წყარო - დავისვენოთ.ge
http://davisvenot.ge/?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=6907

მასაი-ენა

მასაი – ერთ-ერთი აფრიკული ენა. გავრცელებულია კენიის სამხრეთ და ტანზანიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. მასაის ენაზე საუბრობს დაახლოებით 900 000 ადამიანი.


წყარო - ვიკიპედია
http://ka.wikipedia.org/wiki/მასაი_(ენა)

მასაის ტომთა წარმომადგენლები

მასაის ტომის ქალები უფრო მეტს მუშაობენ ვიდრე მასაის ტომის კაცები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კაცებს არ უყვართ თავიანთი ცოლები, უბრალოდ ასეთია მასაის ტომის ტრადიცია მათ არსებობის დღიდან: ქალს არ გააჩნია საკუთრება - სინამდვილეში ყველაფერი - ძროხა, ცხვარი, მაიმუნი თუ მიწის ნაკვეთი, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს, მისი ქმრისაა და არა მისი.


მასაის ქალები ამაყობ...



31 წლის ასაკში ქალი თავისი მიმზიდველობის მწვერვალზე იმყოფება, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მკვლევრები. ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა მიღებულ შედეგებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „კვლევებმა დაადასტურა, ის, რაზეც ადრეც ეჭვობდნენ – ნამდვილი სილამაზე, ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო გარეგნობა. ეს შერწყმაა თვითდაჯერებულობის, სტილისა...






მამაკაცები მხარდამხარ დგებიან და გაბედული, სწრაფი ნაბიჯით მიემართებიან იმ ადგილისაკენ, სადაც ლომები უკვე მოემზადნენ მოპოვებული ნადავლის ჭამისათვის. მასაი არ ყვირიან, არ იქნევენ იარაღს, და არც მუქარის ნიშნებს აკეთებენ, მაგრამ ლომები დაბნეულები ჩანან და ყოველი შემთხვევისთვის გაბიან ბუჩქებისკენ, ტოვებენ რა უკან ნადავლს.




რა თქმა უნდა დიდხანს ეს ბლეფი ვერ გაგრძელდება, მასაის ტომის წარმომადგენლებს აქვთ მხოლოდ რამდენიმე წუთი საკვების მოსაპოვებლად, მანამ სანამ ლომები გონს მოეგებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. 

წყარო - facebook
https://ka-ge.facebook.com/womenspage/notes

მასაი

მასაი - ერთერთი ყველაზე ცნობილი ტომია აღმოსავლეთ აფრიკაში. ისინი ცხოვრობენ კენიის სამხრეთითა და ტანზანიის ჩრდილოეთით, სავანაში. მიუხედავად თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებისა, ისინი ინარჩუნებენ ტრადიციებს და ცხოვრობენ ზუსტად ისე, როგორც საუკუნეების წინათ. მასაების ტომი 900 000 ადამიანს ითვლის. სავარაუდოდ ისინი სუდანში ნილოსის დაბლობიდან მოხვდნენ ახ.წ. 1500 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა აფრიკული ტომები აარსებდნენ სამეფოებს, მასაის ხალხი არ გასცდა ცხოვრების მესქაონლე-მომათაბარე სტილს. თუმცა ამ ბოლო დროს ურბანიზაციის გამო თანდათან იზღუდება მათი საცხოვრისი.
ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მასაის ხალხი მთლიანად აკონტროლებდა სავანას და ევროპელებთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ. თუმცა მალე მათ შორის გავრცელდა ეპიდემია, რომელიც ბუზი ცეცე-ს მიერ ვრცელდებოდა - ამან საგრძნობლად შეასუსტა მათი პოზიციები.
მიუხედავად იმისა,რომ მასაებს ძლიერი მეომრების სახელი აქვს, მათი კულტურის საწყისს, ცენტრს - ჯოგი წარმოადგენს. ისინი მესაქონლეები არიან. ერთერთი წმინდა მითი ამბობ, რომ წვიმის ღმერთმა ნგაიმ მთელი საქონელი მასაის ხალხს გადასცა, ამიტომ მათ ვისაც ასევე ყავს საქონლის ჯოგი - უბრალოდ მოჰპარეს მასაის ხალხს. ამ წარმოდგენამ მასაის ხალხი ხშირად დაუპირისპირა მეზობელ ტომებს. მასაის ხალხის სახლები ნაგებია გამხმარი პატივით, ხოლო ერთგვარ რიტუალურ სასმელს წარმოადგენს ძროხის სისხლი.
როდესაც კენიაში ტურიზმი განვითარდა მასაებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ მათთვის ხელსაყრელი პოზიციებით სავანაში. სხვა ტომებმა ხალისით დაუთმეს უფლებები მასაებს საქონელსა და ჯოგზე და აიღეს ხელში ტურიზმის ინდუსტრია. შედეგად მოხდა ისე, რომ ტურიზმის განვითარებამ ვერანაირად ვერ გააუმჯობესა მასაების მატერიალური მდგომარეობა. ამჟამად მასაები ასე ვთქვათ ქაოტურად "ითრევენ" ტურისტებს, სთხოვენ მათ ფულს, წვრილმან საჩუქრებს და კვლავ და კვლავ არ მონაწილეობენ ტურისტების მოზიდვას და არანაირ შემოსავალს არ ღებულებობენ ამ სფეროდან. ისინი არ თანხმდებიან ფოტოების გადაღებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება თუ მათ მცირეოდენ თანხას გადაუხდით.
მასაის ტრადიციების მიხედვით მათი სიცოცხლე მკაცრად არის რეგლამენტირებული. ბავშვების აღზრდის მეთოდები ემორჩილება ასაკობრივ კატეორიებ, ამ კატეგორიებს შორის დადგენილია ტრადიციული ურთიერთობები. გოგონები და ვაჟები გადიან ინიციაციის ცერემონიაზე. კატეგორიულად აკრძალულია ადრეულ ასაკში ქორწინება. ქორწინებამდე მამაკაცები უნდა გამოიცადონ ომსა და ნადირობაში. როდესაც ისინი ასაკში შედიან შესაბამისად გადადიან ტომის მმართველობაში. უხუცესი მამაკაცები კი იხსნიან ამ ვალდებულებას და ასრულებენ სხვა ფუნქციებს.
მასაის მამაკაცები ემორჩილებიან უამრავ ტრადიციას და მონაწილეობას ღებულობენ მრავალ ცერემონიაში. ყველაზე ცნობილი არის "ნახტომთა ცეკვა". ამ ცეკვას ასრულებენ ახალგაზრდა მეომრები, ისინი ერთ ადგილზე დგანან და რაც შეიძლება მაღლა ხტებიან, ეს იმისთვის, რომ გამოავლინონ საკუთარი ძალა და მოხერხებულობა. ეს ტრადიცია მათი წარსულიდან მოდის. გადმოცემის თანახმად ერთხელ მასაების ძალიან დიდმა ლაშქარმა შეასრულა ცეკვა მტერთან შეტაკების წინ, მათი ფეხების ქვეშ მიწა იძრა.
იმისთვის, რომ მეომრის წოდება მიეღო ახალგაზრდა მასაის უნდა მოეკლა ლომი. თუმცა დღესდღეობით ეს აღარ ხდება. თუმცა როგორ ამბობენ კენიის შორეულ პროვინციებში ამ ტრადიციას მაინც ასრულებენ.
ასევე ადრე მიღებული იყო, რომ ახალგაზრდა ვაჟების ჯგუფს უნდა აეშენებინა ახალი სოფელი და ეცხოვნა იქ რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამით ისინი მამაკაცის სტატუსს მიიღებდნენ. დღესდღეობით ეს ტრადიციაც აღარ სრულდება, რადგან აღარ არის საკმარისი მიწები.
სხვა ტომებისაგან განსხვავებით მასაის ქალები ტომის კულტურასა და ცხოვრებაში უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.
მათ იოლად გამოარჩევთ სხვებისგან გადაპარსული თავით, მკვეთრი, ჭრელი სამოსით და მძივებით. გარდა ამისა ორივე სქესში მIღებულია ქვედა კბილებიდან რომელიმეს ამოღება ან ამოჭრა. ამასთან ბიჭებმა ამ დროს ხმაც კი არ უნდა ამოიღონ, ხოლო გოგონებისთვის ეს არ არის აუცილებელი. კენიის ხელისუფლება ცდილობდა ეს პრაქტიკა გაენადგურებინა, თუმცა უშედეგოდ. ამის წინააღმდეგ თავად მასაის ქალები აღდგნენ.
აი ასეთია მოკლე ისტორია ამ ულამაზესი ხალხის შესახებ


წყარო - თბილისის ფორუმი
http://forum.ge/?f=9&showtopic=34244866